14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა - ჟურნალისტი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ვახო სააანაია თავიისუფალია. Facebook პოსტის გამო ჟურნალისტი, მცხეთის იზოლატორშიი ორი კვირით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გაუშვა. პატიმრობამ ვერაფერი შეცვალა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი კრიტიკა და ბრძოოლა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ მაინც არ გაჩერდება.
იზოლატორის დატოვების შემდეგ სანაიამ ახალი პოსტი დაწერა, საინტეეერესოაა გახდება თუ არა ეს ახალი დევნის საფუძველი, 14-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს საპატიმროსთან ოჯახის წევრები, კოლეგები და თანამებრძოლები დახვდნენ, ყველა თანხმდება, რომ ტელეწამყვანი მიზანში ხალხის დასაშინებლად ამოიღეს, საზოგადოებას აჩვენეს, რომ დააკავებენ ყველას, ვინც "ოცნებას" არ დაემორჩილება და გააკრიტიკებს.
"ოცნება" ყველა მეთოდით ცდილობს ჩაახშოოს თავიისუფალი და კრიტიკული აზრი - ფიქრობენ ჟურნალისტები, ვინც დღეს სანაიას იზოლატორთან მიაკითხეს. თავისუფალი მედიის ხმა დღეს ივანიშვილის გუნდისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილია.