თბილისი და საქართველოს რეგიონების ნაწილი ისევ დენის გარეშე დარჩა
თბილისი და საქართველოს რეგიონების ნაწილი ისევ დენის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ავრცელებენ.
"პირველები" მორიგი ჩაბნელების მიზეზს შესაბამის უწყებაში არკვევს
24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.