უშუქობის გამო მეტრო გაჩერდა
თბილისში ელექტროენერგიის სრულად გათიშვილს გამო მეტრო გაჩერდა.
ინფორმაციას, რომ თბილისში ელექტროენერგია სრულად გაითიშა, "პირველებს" სისტემიდან აცნობეს. ელექტროებერგიის გარეშე დარჩა საქართველოს რეგიონებიც.
პირველები" მორიგი ჩაბნელების მიზეზს შესაბამის უწყებაში არკვევს
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.