ნია იმნაძე დაკავებულია- განჩინება მოსამართლემ გამოსცა

05.08.26 23:22
ნია იმნაძე დაკავებულია- განჩინება მოსამართლემ გამოსცა

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტი, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. ამის შესახებ "პირველებს" საქართველოს პროკურატურაში უთხრეს. იმნაძე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შს სამინისტრომ დააკავა. 

დაკავების ღონისძიების დროს ის ცუდად გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვანის ნია იმნაძის დაპატიმრებას მოკლული პედაგოგის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს.

გიგა აცალიანის ოჯახი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თავდასხმის ორგანიზატორია. 

გიგა ავალიანზე მკვლელობიე საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია დაკავებული, ზოგიერთი მათგანი მსჯავრდადებულის სტატუსს ატარებს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თქვს. 

ახალგაზრდა კაცი 23 დღეს შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

საჯარო წყაროების მიხწდვით, დღეს დაკავებული მსჯავრდადებული, არასრულწლოვანის ა.გ.-ის შეყვარებულია.

ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი?

დემეტრე ჩიქოვანი  - სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი - დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მას  7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი- დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ჩიქოვანთან ერთად ამ სამეზე მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, ორივე მათგანს 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ბრალდება ამტკიცებს, რონ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების შესახებ, თუმცა მან პოლიციას ფაქტის შესახებ არაფერი შეატყობინა.