მეუფე გერასიმე გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში მოვიდა და პანაშვიდი გადაიხადა
მეუფე გერასიმემ უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას "სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა." - ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის." - წერს საპატრიარქო.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მებრძოლმა ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენებაზე უარი უთხრეს.