თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?".
- შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციით ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორი 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა შაკო ბაღდოშვილმაც.
სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საკრებულოსთან იმავე ბანერის გამო დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
06.08.26 10:27
რუსი ტურისტების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამო სუსმა გამოძიება დაიწყო
სუსი ამბობს რომ ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ