"პირველების" ინფორმაციით, ნია იმნაძე კლინიკიდან იზოლატორში გადაიყვანეს
"პირველების" ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
იმნაძე კლინიკაში მას შემდეგ მოხვდა, რაც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
იმნაძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
ნია იმნაძესთან ერთად, დააკავეს ანასტასია ბერუაშვილი - მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს თავს გასული წლის 1 დეკემბერს დაესხნენ. ის კლინიკაში 23 დღის შემდეგ, გონზემოუსვლელად გარდაიცვალა.
გახმაურებულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.