მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო - "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ქარიატაში მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედა 7 წლის შვილის გადასარჩენად მდინარეში შევიდა, თუმცა ქალი დინებამ ისიც გაიტაცა.
სკოლის მოსწავლის ცხედარი ადგილობრიებმა იპოვეს. ხობისწყალში დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მობილიზებულია სასწრაფო დახმარტების ბრიგადაც.