რუსთაველზე რეაბილიტაციის დროს გზა ჩავარდა და სატვირთო ამოტრიალდა
რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გზა ჩავარდა და სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ამატრიალდა.
ინფორმაციას და კადრებს inradio.tv ინრადიო ავრცელებს.
როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ყვება, სატვირთოს კაბინაში მძღოლთან ერთად ბავშვი იმყოფებოდა. ის ადგილზე დასაქმებულებმა უვნებლად გადმოყვანეს. დაზიანებები არ აღნიშნება მძოლსაც.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყო. სამუსაიოების გამო, რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "სმარტ სოლუშენსი" ატარებს, რომელმაც სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.