ექსკლუზივი: ღარიბაშვილი კლინიკაში მოხვდა

06.08.26 19:55
ექსკლუზივი: ღარიბაშვილი კლინიკაში მოხვდა

პირველების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ, 5 აგვისტოს, ირაკლი  ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, ექსპრემიერმა ერთი ღამე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გაატარა. მსჯავრდებულის ​კლინიკაში გადაყვანის შესახებ პირველებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექს პრემიერს გეგმური კვლევები ჩაუტარდა.

გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს, ეს იყო გეგმიური სამედიცინო შემოწმება, შესაბამისად, გაიარა ეს შემოწმება, დაბრუნდა უკან, არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე, არ ყოფილა. ანალიზები და ეხოს გადაღება და ა.შ.- განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა.

"არასერიოზულად" მიაჩანია ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი მეორე ადვოკატს ლილი გელაშვილს.

რაზე ჩივის ადამიანი, ჯანმრთელობის მხრივ, ამაზე საჯაროდ რომ არ ვილაპარაკებ, ხომ გასაგებია. რაც იქნება საზოაგდოებისთვი საჭირო, რომ მივაწოდოთ, თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს ვინმეს, მივაწვდით. როგორც კი ჩავთვლით საჭიროდ, რაც იქნება მისაწოდებელი საზოგადოებისთვის, ამას არ დაგამადლით, მოგაწვდით, მაგრამ ისე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე გესაუბროთ, ძალიან არასერიოზულია, სამართლებრივადაც კი, - განაცხადა "პირველებთან" გელაშვილმა.

პირველების“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა.

"კავკასიის მედიცინის ცენტრი" არ არის პენიტენციური  უწყების კონტრაქტორი, თუმცა ფაქტია, რომ ღარიბაშვილს იქ გადაყვანა დასჭირდა. "პირველების" კორესპოდენტი ცდილობდა, კითხვებზე პასუხები  სამედიცინო დაწესებულებაშიც მიეღო, მაგრამ საავადმყოფოში ექს-პრემიერის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ.