მესამე განაჩენი ბოლო 1 წელში - მელია ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს
რიგით მე-3 განაჩენი ბოლო 1 წელში. ნიკა მელია დამნაშავედ მოსამართლე ქოჩქიანის შეურაცხყოფისთვის ცნეს, თუმცა სასჯელის ვადა დაპატიმრებულ პოლიტიკოსს მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით არ დამატებია.
რუსთავის მე-12 დაწესებულებას ოპოზიციონერი ლიდერი წესით 20 დეკემბერს დატოვებს, თუ სასჯელს ოპოზიციის დევნის საქმეზე არ დაუმატებენ.
რიგით მესამე განაჩენის გამოცხადებას მელია არ დასწრებია. ოპოზიციონერმა ლიდერმა პოლიტიკური ვერდიქტის შესახებ სამარტოო საკანში გაიგო.