ენერგეტიკული კოლაფსების სერია ქვეყანაში - რა ხდება ენეროგოსისტემაში?

06.08.26 20:36
ენერგეტიკული კოლაფსების სერია ქვეყანაში - რა ხდება ენეროგოსისტემაში?

~

საქართველო ბოლო ორ  კვირაში უკვე მესამედ ჩაბნელდა - გუშინ პიკის საათში ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ შეწყდა - გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შუქნიშნები გაითიშა, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაც - როცა მოქალაქეების ინფორმაციით, შუქნიშნის არარსებობის გამო ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, გაჩერდა მეტრო - მგზავრებმა თავად დაცალეს ვაგონები და გვირაბში ფეხით იარეს. ხალხი ჩარჩა ლიფტშიც.

ვიდრე წინა ორი ჩაბნელების გამომწვევ მიზეზებს ენგურჰესზე იკვლევდნენ, დატესტვის დროს ქვეყანა მესამედ ჩაბნელდა - ირკვევა, რომ არსებობდა ვარაუდი, ხელმეორედ ჩაბნელების, თუმცა, ამის პრევენცია ვერ მოხერხდა - მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, რომ პიკის საათში ქვეყანა ჩაბნელდებოდა.

რა ელის ქვეყანას ელექტრომომარაგების კუთხით  და რა დრომდე გაგრძელდება  ჩაბნელებები და საყოველთაო გათიშვები?

დეტალები ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში