თელასის სანქციების ახალი დეტალები

06.08.26 20:41
თელასის სანქციების ახალი დეტალები

სანქციები რუსული ენერგოგიგანტის წინააღმდეგ საქართველოსთვის ხდება შესაძლებლობა, რომ ენერგოუსაფრთხოება გააძლიეროს. მას შემდეგ რაც ევროკავშირის სანქციების ქვეშ ინტერრაოს შვილობილი თელასი მოექცა, საერთაშორისო მედია საფრთხეებზე და გამოსავალზე წერს.

ერთ-ერთი გამოცემის თაანხმად, ევროკავშირი სანქციებით აიძულებს საქართველოს - არჩევანი გააკეთოს საკუთარ ენერგომომარაგებაზე.  

კომპანია, რომელიც თბილისში ელექტროენერგიას ანაწილებს, ჯერ ისევ რუსული ინტერრაოს საკუთრებაა. ეს წილი კრემლის ხელში ეკონომიკური და პოლიტიკური იარაღია, სტრატეგიული აქტივის გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლია, რაც მინიმუმ დედაქალაქის ჩაბნელების საფრთხეა. 

რუსული მედია წერს, რომ ქართული მხარე ინტერრაოს აქტივებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში