"სფერო ჰოლდინგის" ხელმძღვანელები პატიმრობაში გაუშვეს - ვინ აუნაზღაურებს ზარალს მოტყუებულ მოქალაქეებს

06.08.26 20:52
"სფერო ჰოლდინგის" ხელმძღვანელები პატიმრობაში გაუშვეს - ვინ აუნაზღაურებს ზარალს მოტყუებულ მოქალაქეებს

სფერო ჰოლდინგის იურისტი - ქალი, რომელიც ბინის სანაცვლოდ მოქალაქეებს თაღლითურ პირამიდაში ფულის ჩადებას სთავაზობდა შემდეგ კი დოკუმენტებს უდგენდა, ციხეში 8 წლით გაუშვეს. სოფიო პეტრიაშვილს გამოძიება მოქალაქეების დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის თანახმად, ის სფერო ჰოლდინგში ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა.

12 წლით გაუშვა ციხეში გივი წულეისკირი მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ.

32 მილიონის გაფლანგვის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, „სფერო ინვესტი“ დააფუძნეს. პენსიონერები, ემიგრანტები, სტუდენტები თაღლითურ საქმიანობას 500 მდე ადამიანის დანაზოგი შეეწირა.

განაჩენი დაზარალებულებისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა არასაკმარისი. ქუჩაში დარჩენილი 500- მდე ადამიანი საკუთარი ფულის უკან დაბრუნებას ახლა სახელმწიფოს სთხოვს.

დეტალებით სოფო ნიაური