მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან 1 წელი გავიდა

06.08.26 20:57
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან 1 წელი გავიდა

ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლიდ გათავისუფლებას ითხოვს. “ბათუმელების“ რედაქტორის შესახებ ევროპული სახელმწიფოების საელჩოები, ცალ - ცალკე და ყველა ერთად სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ და განაჩენის დადგომიდან 1 წლის თავს ეხმიანებიან.

დასავლეთი შეთანხმებულია, რომ ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ ჟურნალისტი ციხეში “ოცნების“ პარტიული ინტერესის გამო მოხვდა.

შარშან ზუსტად ამ დღეს ბათუმელების ჟურნალისტის განაჩენი დადგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში უნდა გაეშვა პოლიციელზე სილის გაწნის გამო.

ამაღლობელი სიმართლისთვის საერთაშორისო სასამართლოში იბრძვის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები