უნგრელი ჟურნალისტი საქართველოს დატოვებს - ხმაურიანი დაკავების დეტალები
უნგრელი ჟურნალისტი 24 საათში უკვე სამშობლოში იქნება. ლასლო მეზეში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევის გამო დააკავეს, სამშობლოში საკუთარი ნებით ბრუნდება.
ჟურნალსტთან ადვოკატი რამდენჯერმე იყო შესული. უფლებადამცველი გვიყვება, რომ თავდაპირველად მეზეშს წასვლა არ სურდა, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ შეიცვალა პირვანდელი პოზიცია ზეწოლის შედეგად.
ლასლო მეზშს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლა აეკრძალება, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნების გეგმას, დღის წესრიგიდან მაინც არ ხსნის.