დედაქალაქის მთავარ გამზირზე გზა ჩავარდა - ექსპერტები ქაოსზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ
რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე 2 კვირაა რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა.
ავტომობილში მძღოლთან ერთად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა - მძღოლიც და მოზარდიც სასწაულებრივად გადარჩნენ.
კორუფციის მკვლევარები რეაბილიტაციის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.
მათი თქმით, 24 საათის განმავლობაში არ მიმდინარეობს სამუშაოები , რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული , ამის გამო მერიას კომპანიის დაჯარიმება მოუწია , გარდა ამისა დარღვეულია შრომითი ნორმებიც, სამუშაო ტერიტორია შეღწევადია ნებისმიერი ადამიანისთვის რაც შეიძლება კიდევ ერთი ტრაგედიით დასრულდეს.