"ქურდული გარჩევების" საქმე - საქალაქო სასამართლოში ძმებ წულუკიძეების პროცესი მიმდინარეობს

07.08.26 12:22
"ქურდული გარჩევების" საქმე - საქალაქო სასამართლოში ძმებ წულუკიძეების პროცესი მიმდინარეობს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებული დაკავებული ძმები წულუკიძეები ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროცესი სრულად დახურა. შესაბამისად, დაპატიმრებული ძმების მხარდამჭერები და ოჯახის წევრები სასამართლოს ეზოში არიან შეკრებილები.

ძმებ წულუკიძეებს გამოძიება ედავება იმას, რომ ისინი “საქმეებს აგვარებდნენ“  ე.წ. ქუჩური წესებით, თუმცა, ამ ყველაფერს გამორიცხავენ თავადაც და ოჯახის წევრებიც.

ოჯახის წევრების თქმით, ძმები ტრადიციული ისლამის მიმდევრები არიან და მათ რელიგია მსგავსი ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას უკრძალავს.

სავარაუდოდ, ჩემი მეუღლე და მაზლი იმიტომ არიან დაჭერილები, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, არიან ოპოზიციურად განწყობილები და ეს პირველად არ მოხდა, რომ მთავრობასთან პრობლემები შეექმნათ. ჩემი მეუღე და მაზლი მუსლიმები არიან და რელიგიურად ამ ქურდული სამყაროს წევრობა აკრძალულია, ჯერ მარტო ეს გამორიცხავს იმას, რომ ქურდული სამყაროს წევრები იყვნენ. ჩემი მეუღლე არ არის ქურდული სამყაროს წევრი, თვითონაც ამბობს ამას და ძლით ვერ დაიბრალებს, რადგან პროკრუატურამ ასე წაუყენა. პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ ამ მოწმეებს ფაქტობრივად აიძულებენ საპროცესოები გაიფორმონ, რადგან ეუბნებიან, რომ მიუსჯიან 3-დან 6 წელს, ყველას ეშინია და არავის უნდა ამდენი წელი ციხეში იყოს, - ამბობს წულუკიძის მეუღლე.

უფლებადამცველის თქმით,  რაზედაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს, ამ ნაწილში ძმებ წულუკიძეებზე ვერ საუბობენ, რომ ისინი არიან ქურდული სამყაროს წევრები. 

ისინი ამბობენ მხოლოდ დ მხოლოდ იმას, რომ ავტორიტეტები არიან, წესიერი ადამიანები და რომლებსაც ნდობას უცხადებენ. კრებსებში საერთოდ არ არის მითიტება იმაზე, რომ იყო დაშინება, გამოძალვა, მუქარა. თავს დამნაშავედ არ ცნობენ, არ არსებობს გარემოება, რის საფუძველზეც ისინი ბრალს აღიარებენ, ან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ. საქმეში არცერთი კანონიერი ქურდი არ არ არის ხსენებული რეზო და ფირუზ წულუკიძეებთან მიმართებაში. ძმები წულუკიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ აქციებში და რომ გააჩუმონ, მათი გაჩუმების შანსია რ არის, - ამბობს უფლებადამცველი. 

  • ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი. 

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.