გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

07.08.26 14:00
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“

მისი თქმით, ის რომ ერთ-ერთის "შეყვარებულად" ფიქსირდებოდა ამ მკვლელობასთან თანამომაწილეობაზე არ მიუთითებს.

მარტო ორი დღე.... არა რაც ეს ამბავი ჩემს ოჯახს ჩემს ანასტასიას გადახდა თავს მის მერე მე მე არ ვარ.

არ დავიწყებ იმის საუბარს რომ, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს ასე უნდა მოხდეს და ასეცაა..

აქვე განვმარტავ ანასტასია ბერუაშვილი ამ საქმეში მართლაც რომ თავში კიარა შუაშიც არაა...ის რომ ერთ-ერთის "შეყვარებულად" ფიქსირდებოდა ამ მკვლელობასთან თანამომაწილეობაზე არ მიუთითებს და საერთოდაც არანაირი მეგობრული კავშირი არ ქონია მათთან...(დაკითხონ ის პირებიც)

იტყვით რა დროს "შეყვარებული"-სა დრო იყო ... აქვე გეტყვით ყველას გვქონია ეს ასაკი, მას არ დაუმალავს ამის შესახებ მე და ბებიას გავიმხილა მისი პატარა საიდუმლო.

თურმე ბედი რა სიურპრიზს უმზადებდა და მისი ეს ბავშვური "სიყვარული" რამხელა განსაცდელს უქსოვდა წინ....

ვინც ანასტასიას იცნობს თუნდაც ერთხელ გყავთ ნანახი სულ მომღიმარი და ისეთი წრფელია არანაირი ბოროტული მასში არ ყოფილა არასდროს...

არასოდეს დამიწერია სოც ქსელში შეურაცმყოფელ მონაწერებზე პასუხი პირიქით სულ იმას ვიძახდი რომ ქ.ეკა შვილმკვდარი დედააა ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს მე მესმის ვიაზრებ და ვიზიარებ მის ამ განსაცდელს მაგრამ გ ა ნ ვ მ ა რ ტ ა ვ :

ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს სახელი და გვარიც კი არ იცოდა მისი და სიკვდილი რა მოტივით "ენდომებოდა" უცნობი ადამიანის ???? კი დაფიქსირდა ზარი სადაც უთხრა ანასტასიას გ.რ - ემ რომ მან და მისმა მეგობარმა იჩხუბეს... ანასტასიას უნდა დაერეკა პოლიციაში და ეს უნდა ეთქვა მოხდა ჩხუბი როდესაც ან რატო უნდა სცოდნოდა აწ გარდაცვლილის სახელი გვარი და მისამართი... რომც დაერეკა ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა....

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს და დავამტკიცებთ ჩემი გოგოს ბრალეულობა ამ საქმეში ნამდვილად არაფერია....,- წერს ანასტასია ბერუაშვილის დედა, დიანა შანავა.

ცნობისთვის, ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები