მჯერა, 12 წლის ტანჯვას დავასრულებ და ცოცხალს თუ არა, მკვდარს მაინც ვიპოვი - გურამ დადიანიძის დედა
მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ, შვილს ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი, 12 წლის ტანჯვას დავასრულებ, ცოცხალს თუ არა, მკვდარს მაინც ვიპოვი, - ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა.
- ეს ვიდეო ჩემთვის იყო სიკვდილი- გურამ დადიანიძის დედა
სოფო ბიბილაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე აპირებს რომ ჩუმად იყოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ შემდეგ ყველა აგებს პასუხს, ვინც “12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მოექცა და გაამწარა“.
მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ, შვილს ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი, 12 წლის ტანჯვას დავასრულებ, ცოცხალს თუ არა, მკვდარს მაინც ვიპოვი, ამ 12 წლის მანძილზე რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი. ალბათ მაგას ფიქრობდნენ, რომ გული გაუსკდება და მოკვდებაო, ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო. ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, არც ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმესთვის რამე მოვინდომო, ამიტომ, გამოძიების დასრულებამდე ჩუმად ვიქნები. დასრულდება და ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა და გამამწარა, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
- ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე წერს და ვიდეოს იმ მონაკვეთასაც აქვეყნებს, სადაც ბიჭის ხმა ისმის.
- “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე,“ - დაწერა უფლებადამცველმა.