პროკურორი განმარტავს, რომ ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმის შესახებ მომხდარის დღესვე გაიგო

07.08.26 21:11
პროკურორი განმარტავს, რომ ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმის შესახებ მომხდარის დღესვე გაიგო

გიგა ავალიანის მკვლელოობის საქმის პროკურორის ცნობით, დაკავებულმა ანასტასია ბერუაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია იმავე საღამოს გაიგო. 

ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ ანასტასია ბერუაშვილი თავის შეყვარებულს, საქმეზე ერთ-ერთ მსჯავრდებულს გიორგი რიკაძეს ეუბნებოდა, რომ ვიდეო მტკიცებულება გაექრო. 

ანასტასია ბერუაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაიგო იმავე ღამეს. ანუ პირველ ოქტომბერს მოხდა გიგა ავალიანზე თავდასხმა, პირველი ოქტომბრის დაახლოებით 11-ის 150-დან 20 წუთამდე პერიოდში და ეს ინფორმაცია მან გაიგო ღამის დაახლოებით 24 საათისთვის. ბერუაშვილს ინფორმაცია შეატყობინა მისმა შეყვარებულმა - გიორგი რიკაძემ, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებულია. უთხრა, რომ თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, დაუკონკრეტა, რომ ეს იყო საშკა, საშკამ დაარტყა, ასე გადასცა ინფორმაცია. საშკა - იგივე ალექსანდრე გაბაშვილი. 

აღვადგინეთ ის წაშლილი ინფორმაცია, საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ის სწერს თავის შეყვარებულს, გიორგი რიკაძეს, რომ ის ვიდეო ტავის დროზე უნდა გაექრო. აქ საუბარია იმ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ასახული იყო გიგა ავალიანზე თავდასხმა და რომელიც საკუთარი ხელით გადაიღო გიორგი რიკაძემ. აჩვენა კიდეც ფიზიკურად ვიდეო ჩანაწერი და გარდა ამისა მსჯელობდნენ და განიხილავდნენ იმიტომ, რომ რიკაძე ეუბნებოდა მას, რომ ეს ვიდეო პოლიციაში მიეტანა, იქნებ ამ ვიდეომ საშკას შეუმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობაო. რეალურად რიკაძემ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც მათი დევნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. 

თუმცა ანასტასია ბერუაშვილი უფრო "ჭკვიანი" აღმოჩნდა ამ საკითხში და ის ურჩევდა თავის შეყვარებულს, რომ უეჭველი ტავის დროზე უნდა გაექრო ეს ვიდეო. 

ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, რომ თავის თავზეც ეგონა, რომ დააკავებდნენ იმიტომ, რომ დანაშაულის დღეს, ანუ პირველ ოქტომბერს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა. ბიჭებმა იჩხუბეს და მიაჩნდა რომ ეს იყო ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა," - განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ დღეს, 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები