"იმ ომში არ დავმარცხებულვართ, რუსეთმა მაშინ ვერ შეასრულა თავისი მიზანი, სამწუხაროდ, დღეს აკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა 2008 წელს" - იულონ გაგოშიძე
"იმ ომში არ დავმარცხებულვართ, რუსეთმა მაშინ ვერ შეასრულა თავისი მიზანი, სამწუხაროდ, დღეს აკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა 2008 წელს" - ამის შესახებ ისტორიკოსმა, იულონ გაგოშიძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა და აგვისტოს ომის 18 წლისთავს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2008 წელს ქართველმა ხალხმა თავისი ქვეყანა, გმირულად დაიცვა უზარმაზარი, ველური იმპერიის წინააღმდეგ.
იულონ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საუბარი "ძნელი ასატანი, თუმცა ადვილად გასარკვევია - რატომ გამოდიოდა რუსულად ნაკარნახევი ტექსტით".
2008 წელს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის ღირსია იწოდოს ნაციად, რომელმაც დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ქვეყანა, გმირულად დაიცვა უზარმაზარი, ველური იმპერიის წინააღმდეგ. დღეს სამწუხარო ვითარებაა, რა ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლებამ, ძნელი ასატანია, ადვილი გასარკვევი კია რატომ, რუსულად ნაკარნახევი ტექსტებით გამოდიოდა.
მე მგონი გავიმარჯვებთ მაინც, ნამდვილად უნდა გავიმარჯვოთ.
იმ ომში არ დავმარცხებულვართ იმიტომ, რომ რუსეთმა მაშინ ვერ შეასრულა თავისი მიზანი, მიზანს ვერ მიაღწია და სამწუხაროდ, დღეს აკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა 2008 წელს," - განაცხადა იულონ გაგოშიძემ.
ცნობისთვის, აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ფილარმონიიდან გმირთა მოედნამდე მსვლელობას აწყობენ, რომელსაც იულონ გაგოშიძეც შეუერთდა.