“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები

09.08.26 10:32
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს,  მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევა თბილისის ცენტრში, ორი დღის წინ მოხდა. კურიერს, რომელმაც ადგილზე შეკვეთა მიიტანა, ზურგიდან არასრულწლოვნების დაჯგუფება დაესხა თავს და მიზეზი იყო ეჭვი, რომ ის პოლიციაში რეკავდა.

მსგავსი სიახლეები