პატიმრების გზავნილების დასარიგებლად მშობლები ქარელში ჩავიდნენ

09.08.26 11:30
პატიმრების გზავნილების დასარიგებლად მშობლები ქარელში ჩავიდნენ

პატიმრების გაზეთების დასარიგებლად რეგიონებში ვიზიტები გრძელდება. მათ გზავნილებს მათივე მშობლები დღეს ქარელში გაავრცელებენ.

დედაქალაქიდან რიგით 46-ე გასვლის მთავარ მოტივად პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა სახელდება.

მშობლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რა ხდება რეალურად და რას ატყუებს მათ “ოცნება“.

55-მდე რეგიონი მოვიარეთ, დღეს ქარელში გავდივართ, გვინდა, ქარელის მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი სინდისის პატიმრების ხმა, პოლიტპატიმრების ხმა, საკანი 101 გაზეთი, და ყველა პატიმრის სახელით ვუთხრათ, რომ უსამართლოდ არიან დატყვევებულები. სანამ ხსნას ვერ ვნახავთ, სანამ გოგონების და ბიჭების თავისუფლებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებ, - განაცხადა ნანი წულაიამ.

ჩვენი მიზანია, ახლოს მივიდეთ ადამიანებთან და ჩვენი ტკივილი კიდევ ერთელ გავაცნოთ. ის ბიჭები, რომლებიც ციხეში არიან, ტყუილად არ სხედან იქ, ისინი სხედან საქართველოს თავისუფლებისთვის. თავისუფლებას კი იმსახურებენ არა მარტო ისინი, არამე საქართველო, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, - განაცხადა ეკა წერეთელმა.

პატიმრების მშობლები საკუთარი შვილების გათავისუფლებამდე გაჩერებას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები