აქ არ არის იმნაძე-გაბაშვილს შორის მიმოწერა, ეს დაგვიდონ - გიგა ავალიანის დედა

09.08.26 15:41
აქ არ არის იმნაძე-გაბაშვილს შორის მიმოწერა, ეს დაგვიდონ - გიგა ავალიანის დედა

 

 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მოკული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მიმოწერა, რომელიც იმნაძის ბებიამ გაასაჯაროვა, დიდი ხანია მას ნანახი აქვს და ეს არაფერს ცვლის, რადგან, მისი თქმით, ნია იმნაძეს მკვლელობას არავინ ედავებოდა და მას სწორედ წაქეზებას ედავებიან.

ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი შეყვარებული იყო მოძალადე, მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი „ე.წ. პედოფილებისგან გაეწმინდა ქვეყანა“ და სწორედ მის მიერ მიწოდებული მანიპულაციური ცრუ ინფორმაცია გახდებოდა ამ შედეგის მომტანი.

ყველა ტომი რომ გააშუქონ, ვერსად ვერ იპოვონ, შესაძლოა - წადი მოკალი, იმიტომ რომ ეს არის დაკვეთა. ჩვენ ვედავებით მას წაქეზებას, რითი? მანიპულაციით მოახდინა. მარტივი იყო კრიმინალისადმი მიდრეკილ, ჩამოუყალიბებელი პიროვნების მიმართ მანიპულირება. ყველაზე ეფექტური იყო მოძალადისთვის ემოციური აბურთავება. ერთ რამეს გეტყვით - აქ არ არის იმნაძე-გაბაშვილს შორის მიმოწერა, ეს დაგვიდონ. პროკურორმა სასამართლოს შემდეგ თქვა ასეთი რაღაც, ნია იმნაძემ უთხრა, ამას, იმას, რომ მასწავლებელი ავიწროვებდა სექსუალურად და ეს უთხრა ისეთ კრიმინალ შეყვარებულს, რომელიც ებრძვის პედოფილებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გიგა მართლა ავიწროვებდა. კი მაგას ვამბობთ ლეკიშვილო, რომ იმნაძემ უთხრა, რომ გიგა ავიწროვებდა, მაგრამ აქ არის კითხვა, ავიწროვებდა კი? მაგათმა ახლა თავისი ბრალი განამტკიცეს, - ამბობს ეკა კუპატაძე. 

  • ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გარკვეულ მიმოწერის სქრინებს აქვეყნებს, სადაც მისი შვილიშვილის შესახებ საუბარია აღწერილი. ის სვამს კითხვას, სად ჩანს და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის.
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ დღეს, 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

  • რა ისმის სახლში დაყენებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც პროკურორის თქმით ნია იმნაძე მამას ესაუბრება?
  • საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები