ანი ნასყიდაშვილიც ძალიან კარგად ფლობს მანიპულატორობის ტექნიკებს - ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ანი ნასყიდაშვილი კარგად ფლობს მანიპულატორობის ტექნიკებს და ეს მიმოწერებსიც ჩანს.
ეკა კუპატაძის თქმით, მისი შვილის მკვლელობა 10-მა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და შეასრულა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმის, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისები არინა, ისინი უკვე კარგად ფლობენ დარტყმის ტექნიკებს და ეს კარგად ჩანს გავრცელებულ კადრებში, რომელიც საზოგადოებამაც იხილა.
ანი ნასყიდაშვილიც ძალიან კარგად ფლობს მანიპულატორობის ტექნიკებს. “აბურთავებას“ ვგულისხმობ. იგივე ანი ნასყიდაშვილი ეუბნება, იგივე მიმოწერებში, რომ დაანებე ვაფშე თავი, მეორე წამს ეუბნება - წარმომიდგენია რას უზამ. ათამაშებს ამ სისხლისმსმელს. ვისაც ეჭვი გეპარებათ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ეჭვის ქონის უფლება, მითუმეტეს ეს ეჭვი სიცოცხლისუნარიანია. 10-მა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა, ხო, ხალხო, თქვენზე მეტად მიკვირს, უფრო მეტად მიკვირს ის, რაც საქმის მასალებში დევს. ჩიქოვანი - რიკაძე ამბობს, აქ ვერ გეტყვი, გამოდი, შევხვდეთ, ე, ბიწო ეს წაშალე და ა.შ. მკვლელობისთანავე, როგორც კკი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, 7 წუთია განსხვავება დარტყმიდან, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს, წაშლე, ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ჩატჯიპის აწვდის თავისი ელექტროშოკერის ინფორმაციებს, და ეკითხება, გათიშავს თუ არა პიროვნებას. თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, მერე რა, რომ 17 წლისები იყვნენ, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან,- ამბობს ეკა კუპატაძე.
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ დღეს, 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- რა ისმის სახლში დაყენებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც პროკურორის თქმით ნია იმნაძე მამას ესაუბრება?
-
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
- ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.