12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბული ბიჭის საქმე - მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

11.08.26 11:07
12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბული ბიჭის საქმე - მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბული ბიჭის საქმე - დილიდან მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. 

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობენ. 

ძალოვანი უწყების თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით და სკანერებით ათვალიერებენ ადგილს, საიდანაც მოწმეების ჩვენებით 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა. 

სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით, მათ შორის ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით. ასევე არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით", - აცხადებს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტი გურამ სუჯაშვილი.

საგამოძიებო მოქმედებების ადგილას მალე იქნება  გა­უ­ჩი­ნა­რე­ბული ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა. სოფო ბიბილაშვილი მლეთაში გუშინ გვიან ღამითაც იმყოფებოდა. 

გუშინ ვიყავით, დაამთავრეს სამუშაო საათები და წამოვედით გვიან. ახლა მივდივარ, ჯერ არ მივსულვარ იქამდე. დადიან სამაშვლეოები და მუშაობენ", - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. 

მსგავსი სიახლეები