ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

11.08.26 13:15
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა - ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები