ოთარ ფარცხალაძის პროცესი - დაურთავს თუ არა სასამართლო რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს საქმეს

11.08.26 15:43
ოთარ ფარცხალაძის პროცესი - დაურთავს თუ არა სასამართლო რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს საქმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.

დღეს უნდა გაირკევს, დაერთვება თუ არა სისხლის სამართლის საქმეს რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულები.

როგორც ირკვევა, მტკიცებულებებში იმ ადამიანების გამოკითხვის ოქმებია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იცნობენ როგორც ოთარ ფარცხალაძეს, ასევე ლევან ჯანგველაძეს და იციან, რომ ამ ორ ადამიანს შორის არანაირი ბიზნეს დავა არ ყოფილა. შესაბამისად, მათი თქმით, ფარცხალაძეს არ ჰქონია ინტერესი, რომ ჯანგველაძის მკვლელობა დაეორგანიზებინა.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული, რადგან რუსეთში გამოძიების წარმოების უფლება ადვოკატებს სახელმწიფოს გარეშე არ ჰქოდნათ, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება ითხოვს, დაუშვებლად იქნას ცნობილი აღნიშნული მტკიცებულებები, მათ შორის ირაკლი უსოიანის ჩვენება.

დაცვის მხარეს და საზოგადოებას დღეს კიდევ ერთხელ დავანახვებთ, რატომ არის მცდარი დაცვის მხარის პოზიცია, როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ ნაწილში. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას დაცვის ხმარის მხრიდან უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კიდევ ერტელ განვმარტავ, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არაფრის მტკიცებულება არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის წინაშე თანასწორები ვართ, ორივე მხარე ვალდებული ვართ, კანონის დაცვით მოვიპოვოთ მტკიცებულება, ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ დაასაბუთებს, რომ დარღვევით აქვთ მტკიცებულებები მოპოვებული, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

თავის მხრივ , დაცვის მხარე ითხოვს, არსებითი დარღვევით მოპოვებული ე.წ. ბრალდების ოქროს მოწმეების ჩვენებების დაუშვებლობას. ადვოკატის თქმით,  პირთა დაკითხვა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდა.

დაცვის მხარე ითხოვს, არსებითი დარღვევით მოპოვებული ე.წ. ბრალდების ოქროს მოწმეების ჩვენებების დაუშვებლობას. რაც გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, რომ აღნიშნულ პირთა დაკითხვა მოხდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, აღნიშნული პირები, ფარულად და მალულად, საგამოძიებო როგანომ დაკითხა იმ ფორმატში, რომ დაცვას არ მიეცა შესაძლებლობა, კრიტიკულად დაეკითხა აღნიშნული პიროვნებები, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

დღეს საქმე არესბითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიწყება.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 
  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.