დეზინფორმაციაა! - ნინი შერმადინი და გიორგი სუხიტაშვილი პროპაგანდას პასუხობენ
მომღერლები ნინი შერმადინი და გიორგი სუხიტაშვილი საგენგებო მიმართვას ავრცელებენ აცხადებენ, რომ ფეისბუკის მომხმარებელმა ქეთევან მიქიაშვილმა მათ შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
“მითების დეტექტორის” თანახმად, Ketevan Mikiashvili-ი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ტროლია”.
აღნიშნულმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ქართველი მომღერლები სია, სადაც ამტკიცებდა, რომ ჩამოთვლილი არტისტები აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მართავდნენ კონცერტებს. ჩამონათვალში იყვნენ ნინი შერმადინი და გიორგი სუხიტაშვილი.
გიორგი სუხიტაშვილი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეოში ღნიშნავს, რომ რუსეთში ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.
ვინმე ქეთევან მიქიაშვილს ჩემზე უწერია, რომ მე ვიყავი 2023 წელს რუსეთში. შემიძლია დედაზე დავიგინო, რომ რუსეთში ჩემდათავად ოდესმე ნამყოფი არ ვარ. რატომღაც მოიცალა იმისთვის, რომ ცილი დამწამოს, თითქოს 2008 წლის შემდეგ მე ვიყავი რუსეთში. არც მანამდე, არც მაგის მერე მე რუსეთში არ ვარ ნამყოფი"- აცადებს მომღერალი.
რაც შეეხება ნინი შერმადინს, მომღერალი აღნიშნავს, რომ 2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დაუდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე.
“თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა! 2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები”, – დაწერა ნინი შერმადინმა.
Ketevan Mikiashvili-ს ხშირად ციტირებენ სამთავრბო მედიები.
პარალელურად, ბოლო დღეებია “ქართული ოცნება” ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს იმ ხელოვენებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ღიად აკრირტიკებენ.