პენ საქართველო - პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება
საქართველოს პენცენტრი ერთ-ერთი ციხის მიერ მწერალ ლაშა ბუღაძის რომანის პატიმრისათვის შეტანაზე უარს ცენზურად აფასებს.
მათი თქმით, მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
პენ საქართველო - პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება
რუსთავის #5 ქალთა დაწესებულების ადმინისტრაციამ უარი განაცხადა 2025 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, ნანა სანდერისთვის ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებელი“, გადაცემაზე. „რადიო თავისუფლების“ თანახმად, ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დაუშვეს.
პენ-საქართველოს შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ - სრულიად აშკარად - ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას.
მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, - წერია პენცენტრის განცხადებაში.
- ცნობისთვის, მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც „4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - იმ არგუმენტით, რომ „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლება“.