ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - რა წერია დოკუმენტში, რომელზეც მთავრობა მუშაობს

11.08.26 16:44
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - რა წერია დოკუმენტში, რომელზეც მთავრობა მუშაობს

მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.

სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.

წყარო: bpn.ge