მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მირცხულავა და კობაიძე აღკვეთის გარეშე დატოვა
სამტრედიის სასამართლომ ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის 3000-3000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მეშველიანმა მიიღო.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან ყვება, მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებულები აღკვეთის გარეშე დატოვა.
- პროკურატურამ სამტრედიაში თავდასხსმის საქმეზე ბრალი სამ ადამიანს წაუყენა: სულხან-საბა ნიკოლეიშვილს ნიკა მელიაზე თავდასხმას ედავებიან, ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძეს კი პროკურატურა მელიაზე თავდამსხმელის „საპასუხო ძალადობაში“ სდებს ბრალს.
პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ცოტნე მირცხულავამ და თქვა, რომ მოსამართლემ ობიექტურობა გამოიჩინა.
"ახალის" წევრი მის წინააღმდეგ დაწყებულ დავას, პროტესტში ჩართული ადამიანების დაშინების მცდელობას უკავშირებს.
რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს ყვეალსგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა ჩემი და გაბრიელის 3 ათას ლარიანი გირაოთო გათავისუფლებას. ვხვდებით მოცემულობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ჩემი და გაბრიელის წინააღმდეგ გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იყო დაწყებული, რაც ითვალისწინებდა საარჩევნო კამოანიაში ხელშეშლას, იმ კამპანიაში, რომელშიც ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს არის პოლიტიკური დევნა, ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში ჩართული მოქალაქეების განეიტრალებას და მათ შეშინება-დაშენბას. თუმცა, არ გამოუვიდა.რასაც უფრო მოუჭერენ მარწხუებს, ეს მარწუხები უფრო გაიხსენბა. ჩვენ ვართ იმ მცოემულობის წინაშე, რომ გაჩერება არ შეიძლება, ნიკა მელია ჩემი მეგობარია და სადაც ნიკაა, იქაა სიმართლე, სადაც სიმართლეა იქ კი გამარჯვება. ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, - განაცხადა მირცხულავამ.
მომდევნო პროცესი 1 ოქტომბერს ჩაინიშნა.