მოსამართლის უარი პროკურატურას - რა გადაწყვეტილება მიიღო სამტრედიის სასამართლომ

11.08.26 20:35
მოსამართლის უარი პროკურატურას - რა გადაწყვეტილება მიიღო სამტრედიის სასამართლომ

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მეშველიანმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა მელიაზე თავდამსხმელზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულები - ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე.

სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, რომ ბრალდებულები მოახდენდნენ მოწმეებზე ზემოქმედებას, ან გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოცებას ვერ მალავდა დღეს მირცხულავას ადვოკატი ნიკა გვარამია. სხდომის დასრულების შემდეგ გვარამიამ იმ ბრალის აბსურდულობაზე ილაპარაკა, რომელიც მისი პარტიის წევრს წაუყენეს.

თავდასხმა ოპოზიციის ლიდერზე 2024 წლის 11 აგვისტოს მოხდა, ამ დროს საარჩევნო კამპანია დაწყებული არ ყოფილა, თუმცა პროკურატურა ბრალში წერს, რომ ბრალდებულები საარჩევნო კამპანიას ხელ უშლიდნენ და მათი ქმედება ძალადობაში გამოიხატებოდა.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები