ცენზურა ციხეში - ბადრაგებმა ლაშა ბუღაძის წიგნი დაბლოკეს
მკაცრი შეზღუდვები ქალთა ციხეში - ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის წიგნის შეგზავნის უფლებაც ციხეში აქტივისტებს არ მისცეს.
„დამკვირვებელი“ ეს არის ბუღაძის რომანი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერსისთვის უნდა შეეგზავნათ, თუმცა ბადრაგებმა წიგნი გაურკვეველი მიზეზით დააცენზურეს.
ცენზურას ციხეში “პირველებთან“ პირველად გაამოეხმაურა ლაშაა ბუღაძე. ავტორი დარწმუნებულია, რომ რომანის შინაარსი არავინ იცოდა, შეასრულეს დავალება, რომელიც სისტემას გაწერილი ჰქონდა - ქართულ ციხეებში რუსული მეთოდები გადმოიტანეს და კრძალავენ ყველა წიგნს, რომელიც პოლიტიკური შინაარსისაა.
შეზღუდვასთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურ სამსახურს. საქართველოს პენცენტრში კი ფიქრობენ, რომ ფაქტი შემაშფოთებელია და პირდაპირი დადასტურებაა იმის, რომ მიუღებელ და განსხვავებული აზრის მქონე ავტორებს ცენზურას ყველგან დადებენ.