ბიზნესმენის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიატრიულში გაშვებას პროტესტი მოჰყვა
ვაკის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, შემთხვევითი დაპირისპირება არ ყოფილა. საქმის მასალები აჩენს ეჭვს, რომ შემთხვევამდე ტერიტორია ახლა უკვე მკველობისთვის მსჯავრდებული მალხაზ ბაგათელის მხრიდან წინასწარ იყო შესწავლილი.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს ბაგათელია, რომელიც სისხლიან ანგარიშსწორებამდე რამდენიმე საათით ადრე კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის და გარემოს საგულდაგულოდ ათვალიერებს.
ვიდეომასალა აჩენს ვარაუდს, რომ ის შესაძლოა ეძებდეს ადგილს, სადაც ანგარიშსწორება შედარებით უსაფრთხოდ და შეუმჩნევლად განხორციელდებოდა.
დანაშაულის შემდეგ მალხაზ ბაგათელია პოლიციამ აბაშაში დააკავა. გამოძიების თითქმის ყველა ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლოში კი მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ბაგათელიას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. სწორედ ექსპერტიზის დასკვნამ გაუჩინა ბიზნესმენის ოჯახს კითხვები.
ისინი ამტკიცებენ, რომ ექსპერტიზის პასუხი შესაძლოა, გაყალბებული, ან არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ იყოს შედგენილი.