ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია- რა წერია დასკვნაში, რომელიც საქმის შესწავლის შემდეგ დაიდო

11.08.26 20:53
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია- რა წერია დასკვნაში, რომელიც საქმის შესწავლის შემდეგ დაიდო

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ეს დასკვნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  მსჯავრდადებული პოლტიკოსის საქმის შესწავლის შემდეგ დადო.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება,  მოსამართლემ კი ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა  პოლიტიკოსს და რომელი მტკიცებულებები ადასტურებდა ასეთი მიზნის არსებობას.

რატომ ისჯება ელისაშვილი სამაგალითოდ? - “საერთაშორიოს გამჭვირვალობის“ დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსისთვის მძიმე ბრალდების წაყენება და 13-წლიანი პატიმრობის გამოყენება ერთი მხრივ მის მიმართ პოლიტიკური შურისძიებაა და მეორე მხრივ, “ოცნების“ განზრახვის დასტურია - იმიჯი შეულახონ პარტიას, სადაც ელისაშვილია და მთლიანად გააშაონ პროდასავლური ოპოზიცია.

ალეკო ელისაშვილი კვლავ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეშია და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

დეტალები ნახეთ ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები