12 წლის შემდეგ განახლებული საგამოძიებო მოქმედებები მლეთაში - ბოლო ცნობები ადგილიდან

11.08.26 20:33
12 წლის შემდეგ განახლებული საგამოძიებო მოქმედებები მლეთაში - ბოლო ცნობები ადგილიდან

12 წლის შემდეგ განახლებული საგამოძიებო მოქმედებები - მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა მიმდინარეობს, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა.

ადგილს, საიდანაც  წლების წინ გურამ დადიანიძის კვალი გაქრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშველებთან ერთად ათვალიერებენ.

მიმდინარეობს ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით. ასევე არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე აკვირდება გაუჩინარებული ბიჭის დედაც.

სოფო ბიბილაშვილის თქმით, სამუშოები უამინდობის გამო შეწყდა და სავარაუდოდ, ხვალ დილიდან განახლდება.

დიდი წვიმა დაიწყო ძალიან და შეწყდა, დილას ისევ განახლდება, თუ არ იწვიმა. საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოწმდა. მე არც ერთი დღე არ გავჩერდები, რომ არ მივიდე. მეგობრებმა სადაც ბოლოს ნახეს გურიკა, გუშინ შემოწმდა, - ამბობს დადიანიძის დედა.

რა ხდებოდა მთელი დღის განმავლოაბში მლეთაში - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით