ის რაზედაც ფსონი დადო ივანიშვილმა, არ გამოვიდა, რუსეთი ვერ იმარჯვებს - ლაშა ბუღაძე
ის რაზედაც ფსონი დადო ივანიშვილმა არ გამოვიდა, რუსეთი ვერ იმარჯვებს, მთელი მისი კონსტრუქცია ინგრევა როგორც ფსიქოლოგიური, მენტალური, ასევე პოლიტიკური, - ამის შესახებ მწერალმა ლაშ ბუღაძემ “ანა წერეთელის დღის“ ამბებში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი სტრუქტურირებული და კომბინირებულია რუსეთში და მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის გამარჯვების შემდეგ, მის გუნდთან ერთად, ის ფუნქცია ექნებოდა, რაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დროს ადგილობრივ ცეკას მდივნებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რას იზამს ქართული საზოგადოება, მაშინ როცა უკრაინა გაიმარჯვებს.
ამ დროს არ უნდა ვიყოთ სუსტები, - ამბობს ის.
ივანიშვილმა, რომელიც კომბინირებული და სტრუქტურირებულია რუსეთში, ფსონი რუსეთი გამარჯვებაზე დადო. არ ვიცი მას დავალება აქვს, თუ თვითონ აქვს მენტალიტეტი ასეთი. მისთვის წარმოუდგენელია, მისი კაპიტალისთვის, თუ ბიოგრაფიისთვის, რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ მისი გათვლა, სურვილი და სტრუქტურირება პოლიტიკის იყო ამაზე აწყობილი. ის ფიქრობდა, რომ 2022 წელს, 3 დღეში კიევი დაეცემოდა, შემდეგ კი ახალი ფორმის საბჭოთა კავშირი კონსტრუირდებოდა, მისი სურვილი იყო, რომ ამ ახალ კონსტრუქციაში მას და მის გუნდს ჰქონოდა ის ფუნქცია, რაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დროს ადგილობრივ ცეკას მდივნებს, პატიაშვილს,მჟავანაძეს თუ გუმბარიძეს. ეს ფსონი მან დადო და არ გაცხადდა. სინამდვილეში ვერაფერი ვერ ამუშავდა, რაც მათ მოინდომეს. არც აგენტების კანონი მუშაობს, არც სხვა რამ.
ის რაზედაც ფსონი დადო ივანიშვილმა არ გამოვიდა, რუსეთი ვერ იმარჯვებს, მთელი მისი კონსტრუქცია ინგრევა როგორც ფსიქოლოგიური, მენტალური, ასევე პოლიტიკური. ამ დანგრეული კონსტრუქციის პირობებში, რას იზამს ქართული საზოგადოება, უკრაინის გამარჯვების დროს, ესაა კითხვის ნიშანია. ამ დროს არ უნდა ვიყოთ სუსტები,- განაცხადა ბუღაძემ.