სასკოლო ფორმების ნაწილი საქართველოშია
სასკოლო ფორმების ნაწილი საქართველოშია, ინფორმაციას შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ფორმების რაოდენობა ჩამოვიდა.
ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე, პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბირს ჩათვლით პირვეკლასელების ფორმები გაიყიდება, შემდეგ კი ორ ეტაპად 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს მიიღებენ II-VI კლასელებისთვის განკუთვნილ ფორმებს.
"სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია.
პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში.
უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში.
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების რეფორმით, საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდა.