"კობახიძე ახმოვანებს ივანიშვილის შიშებს" - შეფასებები "ოცნების" ლიდერის გზავნილზე
ისტორიის არცოდნა და ვალდებულებები რუსეთთან - ასე ხსნიან ისტორიკოსები ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომ ის რუსეთს მტერს არ დაუძახებს.
- პრემიერის განცხადებთ, რუსეთს საჯაროდ მტერს იმიტომ არ უწყოდებს, რომ ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
- "ქართული ოცნების" ლიდერმა შინდისის გმირების მემორიალთან არ დამალა, რომ აღელვებს როგორ მოხვდება რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებს.
ეს რაღაც კუკუ-დამალობანას თამაში, [რუსეთს] ოკუპანტს ეძახი და მტერს არ ეძახი, ძალიან არასერიოზულია. გასაგებიამ რომ ამ შემთხვევაში ეს არის რუსების ხასიათის გათვალისწინება და იმ გულუბრყვილო მითების გათვალისწინება, რომელიც საქართველოში არსებობს - თითქოს რომ არ ეყვი რაღაცას, ის რაღაცნაირად არ მოიქცევა. უნდა იმოქმედო სხვანაირად, უნდა ილაპარაკო სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ, არც სწორად ვლაპარაკობთ და არც სწორად ვმოქმედებთ. როდესაც მტრის წინაშე უკან იხევ, ის კეთილი კი არ ხდება, უფრო უარესად იქცევა.
ძალიან მარტივია, შეისწავლო რუსეთის ბუნება. ამ იმპერიასთან, რაც უფრო ენის მოჩლექით საუბრობ, მით უფრო უარესად იქცევა - თუ წაქცეული დაგინახა, გადაგივლის. ის არის კეთილშობილი სახწელმწიფო, რუსეთი ყველაზე ბოროტი სახელმწიფოა, რომელიც იყო შენი მეზობელი.
ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვერაფერს გასწავლის, რაღაც ცუდად გაქვს საქმე"- აცხადებს ლაშა ტუღუში.
მწერალი ლაშა ბუღაძე კი დარწმუნებულია, რომ "კობახიძე ახმოვანებს ივანიშვილის შიშებს".
"ქართული ოცნების" პრემიერ კობახიძეს არანაირი ინდივიდუალიზმი არ აქვს, ის ახმოვანებს ივანიშვილის გზავნილებს და მის შიშებს, სახელდობრივ პუტინის მიმართ. საუბარია ერთის მხრივ შიშებზე და მეორეს მხრივ, ვალდებულებებზე. ისინი ლაპარაკობენ რუსებისთვის და რუსეთისათვის და არა საქართველსოთვის და არა ქართველებისთვის. ამას აქ ყიდიან, როგორც "მშვიდობის პოლიტიკად", მაგრამ მშვიდობა და რუსეთი შეთავსებელი ცნებებია"- აცხადებს ბუღაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არინა თავაქარაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მოვლენებს სწორ სახელს არ დავარქმევთ, სუვერენიტეტის დაცვა ძალიან გაგვიჭირდება.
ვინ არ არის მტერი? - არმია, რომელიც გორში შემოიჭრა, დაბომბა ქალაქი, რომელმაც უდიდესი სისხლისღვრა გამოიწვია, მიუხედავად 5 დღიანი ომისა, რუსეთი დღესაც იტაცებს ჩვენს მიწებს. ეს არის ყველაზე საშინელი და საზარელი იმპერია, რომელიც გვებრძვის და თუ ჩვენ სახელს არ დავარქმევთ მტერს, როგორიც არის რუსეთი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება სუვერენიტეტის შენარჩუნება"- თქვა მან.