ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ადასტურებს, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

12.08.26 20:37
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ადასტურებს, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ადასტურებს, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა - შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებამ” ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.

  • კერძოდ, ადგილობრივმა მედიამ ე.წ. “ხელისუფლებას” კომენტარის გაკეთება სთხოვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.

მარიონეტული რეჟიმი ასევე აღიარებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი შეიქმნა. 

საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში, კვლავ ხორციელდება. გუშინ რუსეთიდან 1100 ტონა ბენზინი შემოვიდა. ამასთან, კვლავ არსებობს გარე სირთულეები, რომლებიც დაგეგმილ მიწოდების გრაფიკზე გავლენას ახდენს.

არსებული გარე სირთულეების, ზაფხულის სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნისა და საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან აცილების გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანი სოციალური დაწესებულებების ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახებოდა, განიხილება საავტომობილო საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობა.

ამჟამად, ობიექტური მიზეზების გამო, საწვავის მიწოდების დამკვიდრებულ წყაროებს პრობლემები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებშიც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნებადართულია.

სირთულეებს აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებიც შეხვდნენ. მათ შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა. არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომის შემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა.

აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს“, – განუცხადეს „აპსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.

  • ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 

 

მსგავსი სიახლეები