რამდენად უსაფრთხოა სკოლის ფორმები ბავშვებისთვის? - მშობლები სამედიცინო ცნობას ითხოვენ

12.08.26 20:49
რამდენად უსაფრთხოა სკოლის ფორმები ბავშვებისთვის?  - მშობლები სამედიცინო ცნობას ითხოვენ

რამდენად უსაფრთხოა სკოლის ფორმები ბავშვებისთვის? განგაშის სიგნალი მშობლებმა ჩართეს, რომლებიც  შვილების ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ცნობებს  კლინიკებიდან ითხოვენ იმის დასტურად, რომ ახალი  ფორმების ჩაცმა მათი შვილებისთვის არ შეიძლება.  ირკვევა, რომ მასალა რითაც   ფორმები იკერება სინთეტიკურია და  72-ტ პროცენტ პოლიესტერს შეიცავს. 

სწორედ ამიტომ    გაუჩნდათ  მშობლებს შიში, განასკუთრებით კი მათ, ვის ბავშვსაც დერმატიტი აწუხებს. მედიკოსები თანხმდებიან, რომ ამ შემთხვევაში პოლიესტერის შემცველობის სამოსის ჩაცმა დაუშვებელია.   განათლების სამინისტრო ამის შესახებ ჯერ არ საუბრობს. უწყებიდან დღეს მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ფორმების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით არ მოხდება.

 პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან დაიწყება , განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული  კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულიად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.  მშობლები კი ამბობენ , რომ  ფორმების ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე ახალ სასწავლო წელს შვილების სკოლაში გაშვება ძალიან გაუჭირდებათ .

დეტალები ნახეთ, კრისტ-მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.