დაღუპულია 4, დაშავებულია 20 ადამიანი - გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები (ფოტოები)

12.08.26 23:33
დაღუპულია 4, დაშავებულია 20 ადამიანი - გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები (ფოტოები)

 

 

გომის მთა­ზე გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც შემთხვევის ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ხრამ­ში გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად ბე­ლო­რუ­სი­ის ოთხი მო­ქა­ლა­ქეა დაღუპული.

ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში დაახლოებით 2 საათის წინ გადავარდა. "პირველების" ინფორმაციით, საჭეს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

 შსს-მ მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

მსგავსი სიახლეები