“ტროლები“ იდენტური სურათებით - ვინ იწონებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში

14.08.26 10:40
“ტროლები“ იდენტური სურათებით - ვინ იწონებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში

“ტროლები“ იდენტური სურათებით - ვინ იწონებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში.

მკვლევარებმა ახალ საეჭვო  დეტალებს მიაგნეს. ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის ლიდერის მიერ, ბოლო დღეებში რუს ტურისტებზე გაკეთებული ცნობილი განცხადებები, მათ შორის მოსწონთ სხვის იდენტობას ამოფარებულ ფეისბუკ მომხმარებლებს -  ე.წ ტროლებს, რომლებიც იყენებენ ან სხვის ფოტოებს ან ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ კონტენტს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იყო შემთხვევაც, როცა კობახიძის განცხადებებს სხვადასხვა სახელით და გვარით შექმნილი ფეისბუკიდან იწონებდნენ, მაგრამ ამავდროულად მათ იდენტური ფოტო სურათები აქვთ დადებული სოციალურ ქსელებში.

მკვლევარების მოსაზრებით, ეს არ არის შემთხვევითი კამპანია და ასე იქმნება ილუზია, რომ თითქოს ოცნებას მხარდამჭერები უხვად ყავს.