ბოდიშის მოხდა საჭიროა, მაგრამ არა საკმარისი - ხელოვანები “სუხიშვილების“ მხარდასაჭერად შექმნილ პეტიციაზე
ბოდიშის მოხდა საჭიროა, მაგრა არა საკმარისი - ასე ეხმაურებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები სუხიშვილების მხარდამჭერი პეტიციის შექმნას.
მათი თქმით, რა თქმა უნდა, “ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი იმ განცხადებების გამო, რომელიც არა მხოლოდ სუხიშვილებთან, არამედ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებით გააკეთეს.
მინდა, გამოვეხმაურო სუხიშვილების საკითხს, თემა, რომელიც აგორებულია და ძალიან ბინძური კამპანიაა, შეიძლება ითქვას. ნახეთ, რაშია საქმე - შეიძლება ვკამათობდეთ სუხიშვილების რომელიმე დადგმაზე, მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს, ყველას თავისი გემოვნება აქვს და ბუნებრივია, რაღაც შეიძლება გახდეს საკამათო, მაგრამ საკამათო ვერაფრით გახდება, რომ სუხიშვილები არის ის შემოქმედებითი კოლეკქტივი, რომლის დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ცეკვას იცნობენ, ამიტომ, ეს არის ანსამბლი, რომელსაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება, მეტი თანადგომა, რადგან მათ შეძლონ უფრო მეტი პოპულარიზაცია გაწიონ საქართველოსი მსოფლიოში და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ქართული ცეკვა , - განაცხადა უშიკიშვილმა.
ბოდიშის მოხდა არასაკმარისად მიჩანია მომღერალ ნინო ქათამაძეს. როგორც ის ამბობს, სუხიშვილები ქვეყნის ისტორიის სახე და მატარებელია.
პეტიცია ბოდიშის შესახებ, ვფიქრობ არ არის საკმარისი, ჩვენ შეგვიქმნეს რაღაც სქრინვა-სქროლვის სამინისტრო მაშინ როცა, ჩვენ გამოვხატავთ უკმაყოფილებას და მათი მხრიდან ხდება შეურაცხყოფა, დაშინება, ცემა, ყველაფერი საშინელება, რაც შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ამის თავში არიან, ამის თავში ამათ ჰქვიათ პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნება“. რაც შეეხება ჩვენ ძვირფას სუხიშვილებს - ისინი არიან სახე ჩვენი ქვეყნისა, ერის ისტორიის მატარებელები, ლამის ჩვენი სახელმწიფოებრივი ისტორიის ასაკისაა. არ ვიცი, რამდენად ბოდიშია საკმარისი იმისთვის, რასაც ისინი კადრულობენ, - ამბობს ნინო ქათამაძე.
- ცნობისთვის, “ქართულ ოცნების“ ახალი სამიზნე ქართველი ხელოვანები გახდნენ, ვინც უარი თქვა იმღეროს რუსეთში, ან გასტროლებით მოსკოვში ჩავიდეს.
- სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი და სხვა მომღერლები, ვინც ანტისაოკუპაციო გზავნილებს არ ერიდებიან, ბოლო რამდენიმე დღეა, “ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტები გახდნენ.
- პირველი Facebook სტატუსი "სუხიშვილებზე" "ოცნების" წარმომადგენლმა, ირაკლი კირცხალიამ დაწერა. რამდენიმე დღის წინ კი, ირაკლი კობახიძემ ხელოვანები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა:
- "არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს".