ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი ბოლო პერიოდში მათი ანსამბლის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ის ამბობს, იმ რამდენიმე გამონათქვამს, ან კომენტარს, რომელიც მათი მისიმართით გაჟღერდა, ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს და ამდენი ხმაურის ატეხვად არ ღირს.
სუხიშვილის თქმით, ისინი უკვე მიეჩვივნენ ცილისწამებას და ბრალდებებს და არასდროს აქცევენ მა ყურადღებას.
ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება, - ამბობს ვიდეომიმართვაში ის.
მინდა, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა, რამდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტის, თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღება მისაქცევი. მიჩვეულები ვართ, წლების განმავლობაში, არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება, თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა. ვთვლი, რომ არასდროს მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება, - ამბობს სუხიშვილი.
ის პეტიციას ეხმაურება, რომელიც ანსამბლის მხარდაშაჭერად შეიქმნა და მადლობას უხდის ყველას, თანადგომისა და სიყვარულისთვის.
ასევე, მინდა, ვახსენო პეტიცია, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას, კიდევ უფრო ზედმეტად მოყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ. ამიტომ, ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამის გაბუქება, მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, ამ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთს, დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში თუ ყველგან. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ, განურჩევლად, რა აზრისაც არ უნდა იყოთ, - განაცხადა სუხიშვილმა.
- ცნობისთვის, “ქართულ ოცნების“ ახალი სამიზნე ქართველი ხელოვანები გახდნენ, ვინც უარი თქვა იმღეროს რუსეთში, ან გასტროლებით მოსკოვში ჩავიდეს.
- სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი და სხვა მომღერლები, ვინც ანტისაოკუპაციო გზავნილებს არ ერიდებიან, ბოლო რამდენიმე დღეა, “ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტები გახდნენ.
- პირველი Facebook სტატუსი "სუხიშვილებზე" "ოცნების" წარმომადგენლმა, ირაკლი კირცხალიამ დაწერა. რამდენიმე დღის წინ კი, ირაკლი კობახიძემ ხელოვანები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა:
- "არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს".