გიორგი არველაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია "რეფსოლისგან" იქნა შეძენილი
რეფსოლი - ეს არის ის კომპანია, რომლის საწვავიც ოკუპირებულ ფახაზეთში შევიდა. დღეს ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ რეგიონში დამატებით 100 ტონა ბენზინი შეიტანეს. კომპანია "სოლიდუსის" ხელმძღვანელი, გიორგი არველაძე არ აკონკრეტებს ვისთან დადო გარიგება, თუმცა ადასტურებს, რომ ეს აფხაზი ბიზნესმენები არიან.
არველაძე ამბობს, რომ მას შეთანხმება აქვს გალში ადგილობრივ მცირე ბენზინგასამართ სადგურებთან.
მისივე თქმით, კომპანია "სოლიდუსი" ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანას იქამდე, გააგღძელებს, სანამ სავწვაზე მოთხოვნა იქნება.
100 ტონა გუშინ კიდევ გავიტანეთ. მე არავისთვის არაფერი მიჩუქებია- გესმის?. ჩემმა პარტნიორებმა თავის ფულით იყიდეს - გალის რაიონის ნავთობგასამართი სადგურებია, ფული შეაგროვეს და ერთად ყიდულობენ. როგორ წარმოდგიდგენიათ თქვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზ და ქართველებს შორის ბიზნეს-ტრანზაქციები? ეს დამოკიდებულია, როგორ ფორმაში იქნება რუსეთში ნავთობის ინდუსტრია, ჯერჯერობით კაი ფორმაში არ არის და თუ ეს ფორმა კიდევ უფრო გაუარესდა, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა. ან უნდა იყიდონ საქართველოდან პატარა-პატარა პარტიებით, ან თურქეთიდან უდნა შევიდეს გემით, ამიტომ, მე მგონია, რომ, ჯობია ჩვენ მივაწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებს, ვიდრე თურქეთიდან შევიდეს გემი. ყოველ დღე არის მოთხოვნა 100-150-200 ტონა. სანამ ეს კრიზის იქნება, მე მზად ვარ მოვამარაგო, მარა ფული თუ ეყოფათ კი. ბევრი რამე გადის აქედან. ერთხელ უნდა დადგეთ ენგურის ხიდთან და მიხვდებით, რამდენი რამე გადადის იქით, იმიტომ, რომ იქ ხალხს ჭამა უნდა და სმა უნდა. რეფსოლისგან ვიყიდე, თუ ვინმე უფრო კარგ ფასს შემომთავაზებს, იმისგან ვიყიდი, თუ აქვთ სურვილი, შემომთავაზონ", - ამბობს გიორგი არველაძე.
რა ვიცით კომპანია რეფსოლზე:
- რეფსოლი არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ნავთობით ვაჭრობს საქართველოში და ის ფლობს "ქონექთის" ბენზინგასამართ სადგურებს საქართველოში.
რა პირობებით შედგა გარიგება და არსებობს თუ არა საფრთხე რომ სწავავი რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდეს - ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. ქართული ოცნება მეორე დღეა დუმილის რეჟიმშია. ერთადაერთი რაც ირაკლი კობახიძემ დაადსტურა, ბენზინის მიწოდების ფაქტია, თუმცა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია და ეს ბიზნესის გადაწყვეტილება იყო.