მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

17.08.26 10:50
მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ მოქალაქეს, ძვირადღირებული მობილური ტელეფონები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები