ცნობილია, ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, ვინც გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამს აგზავნიდა
ცნობილია, ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, ვინც სუს-ის ექს შეფისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამს აგზავნიდა.
“პირველების “ ინფორმაციით, ის კომპანია “ექსპრეს-სერვისი 2028“-ის დამფუძნებელი, გიორგი ხაჟალიაა.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სწორედ ხაჟლიასგან აიღო მილიონ ხუთასი ათასის ქრთამი და სუს-ის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან ქეშად მიიტანა.
“პირველები“ თავად ხაჟალიას დაუკავშირდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“.
აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი კითხვაზე არანაირ პასუხს არ ვცემ, - თქვა მან.
ხაჟალიას გარდა ამ საქმეში კიდევ ერთი ბიზნესმენი ფიგურირებს - “პირველების“ ინფორმაციით, ეს გახლავთ თურქეთის მოქალაქე, თუმცა, ის ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას არ დაუკითხავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მომდინარეობს, მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე მიიყვანეს. დღევანდელ პროცესზეც, ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას.
შეგახსენებთ, მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესსექტორისგან ფულის მიღებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გუშინდელ სასამართლოზე ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.